გუბერნატორი - რუსული ძალები სევეროდონეცკის ინდუსტრიულ ნაწილში შევიდნენ

რუსულმა ძალებმა ქალაქ სევეროდონეცკის ინდუსტრიულ ნაწილში შეაღწიეს, - “დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა.

გამოცემა წერს, რომ „აზოტის“ ქიმიური ქარხანა სევეროდონეცკის ერთადერთი ნაწილია, რომელიც უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება.

უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, ქარხანას 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს თავს.

გუშინ კიევმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ კონტროლი დაკარგეს სევეროდონეცკის ახლოს მდებარე დასახლება მეტიოლკინზე.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე