ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი არის ბოროტება, რომლის დაშოშმინება მხოლოდ ბრძოლის ველზეა შესაძლებელი

გადამწყვეტ კვირას ნაბიჯ-ნაბიჯ გავდივართ და ყოველდღე ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეჭვი არავის შეეპაროს, რომ უკრაინა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთს ძალიან ანერვიულებს უკრაინის აქტიურობა.

„დატვირთული იქნება კვირის შემდეგი დღეებიც. მივდივართ ევროპული საბჭოს მთავარი გადაწყვეტილებისკენ, რომელსაც პარასკევს მიიღებენ. როგორც ვიწინასწარმეტყველე, რუსეთი ძალიან ნერვიულობს ჩვენი აქტიურობით. ისევ ხარკოვის დაბომბვა, ოდესა, ისევ სასტიკი შეტევითი მოქმედებების მცდელობა დონბასში. ეს არის ბოროტება, რომლის დაშოშმინება მხოლოდ ბრძოლის ველზეა შესაძლებელი,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ დონბასის რეგიონში რთული მდგომარეობაა და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

„ჩვენ ვიცავთ ლისიჩანსკს და სევეროდონეცკს. მთელ რეგიონში ურთულესი სიტუაციაა, უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი ძლიერი ბიჭები და გოგოები იქ არიან. ოკუპანტები პასუხს იღებენ ჩვენს წინააღმდეგ მათ ქმედებებზე,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა