ოპერატიული სარდლობა - უკრაინელმა სამხედროებმა 25 ოკუპანტი და მტრის ტექნიკა გაანადგურეს

ოპერატიული სარდლობა “პივდენის“ ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 25 ოკუპანტი და მტრის ტექნიკა გაანადგურეს.

„ჩვენმა სარაკეტო-საარტილერიო და სხვა დანაყოფებმა საცეცხლე ამოცანების შესრულებისას უზრუნველყვეს მტრის ჯარის შემცირება 25 რაშისტით, T-62 ტიპის ტანკით, თვითმავალი სარაკეტო გამშვებ „მეტეორიტით“, საკომუნიკაციო სადგურით, სარადარო სადგურით, ორი ერთეული სამხედრო საავტომობილო ტექნიკითა და სამი საბრძოლო საცავით“, - ნათქვამია ანგარიშში.

ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ, რომ მიკოლაივის ოლქში საჰაერო დაზვერვის მცდელობისას, მტერმა „ორლან-10“ ტიპის ორი უპილოტო საფრენი აპარატი დაკარგა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა