რუსეთის დაბომბვის შედეგად, ხარკოვის რეგიონში სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა

ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, რუსეთის გაძლიერებული დაბომბვის შედეგად, უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხარკოვის რეგიონში სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

„ბოლო დღეებში რუსმა ოკუპანტებმა, რომელთაც ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებას ვერ მიაღწიეს, რეგიონული ცენტრისა და სხვა დასახლებების დაბომბვა გააძლიერეს“, - განაცხადა სინეგუბოვმა.

მისივე თქმით, დაბომბვის შედეგად დაღუპული 3 ადამიანიდან 2 ქალი არის 60 წელს გადაცილებული, ხოლო 1 მათგანი 49 წლის მამაკაცი.

ამასთან, როგორც CNN-ი იუწყება, გასული 48 საათის განმავლობაში მედიის წარმომადგენლებმა ხარკოვში რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგეს, ხოლო საჰაერო თავდასხმის მაფრთხილებელი სიგნალი დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაისმა.

სინეგუბოვმა დასძინა, რომ რუსები ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს იყენებენ, რითაც სხვადასხვა ობიექტი ამოიღეს მიზანში.

„დარტყმები ინდუსტრიულ ზონასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე განხორციელდა“, - დასძინა სინეგუბოვმა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა