ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 34 100 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, 24 თებერვლიდან 21 ივნისამდე, 34 100 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, მათ შორის, 300 მათგანი მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკაც გაანადგურა.

„უკრაინელმა დამცველებმა ასევე გაანადგურეს: 1496 ტანკი, 3606 ჯავშანტექნიკა, 752 საარტილერო სისტემა, 239 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 98 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 216 საბრძოლო თვითმფრინავი, 181 ვერტმფრენი, 611 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 137 ფრთოსანი რაკეტა, 14 გემი/ნავი, 2537 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 59 ერთეული სპეცტექნიკა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს