ირაკლი კობახიძე - დეოლიგარქიზაციის კანონი რომ მოქმედებდეს, ოლიგარქებად აღიარებული იქნებოდნენ ხაზარაძე-ჯაფარიძე და სააკაშვილ-კეზერაშვილი - ასე რომ, ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის!

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში რომ მოქმედებდეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, პირველ რიგში ოლიგარქებად აღიარებულები იქნებოდნენ „ლელოს“ ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი, - ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

კობახიძემ ოპოზიციას მიმართა ოლიგარქები თავისთან მოიკითხონ და დეოლიგარქიზაციისთვის მოემზადონ.

„დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობა“ და „ლელო“ - ორი მთავარი, რადიკალური ოპოზიციური პარტია. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონია მიღებული და ამ კანონის მიხედვით, ეს რომ საქართველოში იყოს მოქმედი, ორივე პარტიის ლიდერები იქნებოდნენ აღიარებული ოლიგარქებად. ესენი არიან „ლელოში“ ხაზარაძე - ჯაფარიძე და „ნაცმოძრაობაში“ - სააკაშვილი - კეზერაშვილი. ასე რომ, ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის, ჩემო მეგობრებო“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა