უკრაინის ეროვნული ბანკი - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინამ 30 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, საერთაშორისო პარტნიორებისგან უკრაინისთვის გაწეული დახმარების ჯამური მოცულობა, ივნისის შუა რიცხვებისთვის, 30 მილიარდ დოლარს შეადგენს. ukrinform-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსური სტაბილურობის 2022 წლის ივნისის ანგარიშში.

ამავე მონაცემებით, უკრაინის პარტნიორები ასევე უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას უშუალოდ ბიუჯეტის ხარჯების დასაფინანსებლად.

„ომის დაწყებიდან ივნისის შუა რიცხვებისთვის საერთაშორისო სავალურო ფონდის, ევროკავშირის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, მსოფლიო ბანკისა და უცხოეთის მთავრობების სესხების მოცულობამ 7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. საერთო ჯამში გაწეული და გამოცხადებული ფინანსური დახმარება დაახლოებით 30 მილიარდი დოლარია“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასში აღნიშნულია, რომ გაცემული სახსრების მესამედამდე არის გრანტები, რომელთა დაბრუნება არ მოხდება. დანარჩენი კი დაბალი განაკვეთებით და სესხის გარანტიით არის. ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის მთავარი წყაროა, რომელიც წარმოიშვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო აგრესიის ფონზე.

ეროვნულ ბანკში განმარტეს, რომ თავდაცვისა და სოციალური ხარჯების დაფინანსება, ისევე როგორც ეკონომიკის მხარდაჭერა, კვლავაც კრიტიკულად იქნება დამოკიდებული საერთაშორისო დახმარებაზე და მის დროულ მიღებაზე. კერძოდ, ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად ყოველთვიურად 5 მილიარდი დოლარია საჭირო.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს