„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ხელი მოაწერა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით შედგენილ წერილს, რომელიც ევროკავშირის ხელმძღვანელებს გაეგზავნება.
ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ მეოთხე პრეზიდენტს ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს „მნიშვნელოვანი გზავნილი“ იქნება საქართველოს ლიდერების მხრიდან.
„წერილს ხელს აწერენ ყოფილი პრეზიდენტები და პარლამენტის თავმჯდომარეები. ძალიან კარგი იქნება თუ დღევანდელი პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერდა ხელს. მადლობა მინდა გიორგი მარგველაშვილს ვუთხრა ამ ინიციატივისთვის. ვთვლი, რომ ესეც მნიშვნელოვანი გზავნილი, განაცხადი იქნება ყოფილი პრეზიდენტების და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეების მხრიდან, ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა ინიციატივით, გაუგზავნონ წერილი ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რომ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"