ვოლოდიმირ ზელენსკი - ვზრდით უკრაინის კანდიდატურის მხარდამჭერთა რაოდენობას და რწმენას, რომ პარასკევს ევროსაბჭოს გადაწყვეტილება დადებითი იქნება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი.

როგორც მან საღამოს მიმართვაში განაცხადა, რუსეთმა უნდა იგრძნოს ზეწოლა.

"დღეს იყო უკიდურესად აქტიური საგარეო პოლიტიკური აქტივობის დღე - სატელეფონო საუბრების თითქმის მარათონი.

ჩვენ ვზრდით უკრაინის კანდიდატურის მხარდამჭერთა რაოდენობას და რწმენას, რომ პარასკევს ევროსაბჭოს გადაწყვეტილება დადებითი იქნება.

ყველა მოლაპარაკების დროს მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი საჭიროა რაც შეიძლება მალე. რუსეთმა ომისთვის ზეწოლის მუდმივი ზრდა უნდა იგრძნოს",- ამბობს ზელენსკი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა