გერმანიიდან გაგზავნილი მძიმე იარაღი უკრაინაში ჩავიდა

გერმანიის მიერ გაგზავნილი თვითმავალი ჰაუბიცები, PzH 2000, უკრაინაში ჩავიდა. მაისში გერმანიამ პირობა დადო, რომ ნიდერლანდების მიერ უკრაინისთვის დაპირებულ 5 ჰაუბიცას შვიდ საარტილერიო სისტემას დაუმატებდა და უკრაინაში გაგზავნიდა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა გერმანელ კოლეგას, კრისტინე ლამბრეხტს და ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრს, კაისა ოლონგრენს გაგზავნილი იარაღისთვის მადლობა გადაუხადა.

„Panzerhaubitze 2000 უკრაინული არტილერიის 155 მმ-იანი ჰაუბიცის არსენალის ნაწილი გახდა“, - წერს რეზნიკოვი „ტვიტერზე“.

მისი თქმით, PzH 2000-ის მიწოდება უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო თანამშრომლობის მაგალითია.

ცნობისათვის, Panzerhaubitze 2000 გერმანიის სამხედრო მარაგში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საარტილერიო იარაღია. ჰაუბიცებს შეუძლიათ 40 კილომეტრამდე მანძილზე მდებარე სამიზნეებს დაარტყან.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა