გენშტაბი - ოკუპანტები სლავიანსკზე შეტევის განახლებას ცდილობენ

რუსი ოკუპანტები სლავიანსკზე შეტევის განახლებას ცდილობენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

„სლავიანსკის მიმართულებით, ოკუპანტები სისტემატურად ხსნიან ცეცხლს, რათა შექმნან პირობები ქალაქ სლავიანსკზე თავდასხმის განახლებისთვის. ისინი ახორციელებენ შტურმს. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ცეცხლს უხსნიან დმიტროვკას, ოსინოვკას, კურულკას, ივანოვკასა და ადამოვკას ახლომდებარე ტერიტორიებს,“- აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, ხარკოვის მიმართულებით მოწინააღმდეგე ახორციელებს საჰაერო დაზვერვას უკრაინული ძალების განლაგების ადგილების იდენტიფიცირების მიზნით.

„აგრესორმა უკრაინის პოზიციების ინტენსიური საარტილერიო დაბომბვა განახორციელა ხარკოვის, სტარი სალტოვის, რუბეჟნოესა და ჩეპილის მახლობლად. გარდა ამისა, მტერმა დაბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა უკრაინკას, პეტროვკას, შეველევკას, ბაზალეევკასა და პრუდიანკას დასახლებების რაიონებში,“- აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, დონეცკში, მოწინააღმდეგე აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას სევეროდონეცკისა და ბახმუტის მიმართულებებზე, რათა მიაღწიოს ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებს.

„მტერი ცდილობს დაამყაროს სრული კონტროლი ქალაქ სევეროდონეცკზე, დაბლოკოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ბოროვსკოესა და ვორონოვოს დასახლებების რაიონებში, ბრძოლა გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა