ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მსხვერპლი, შესაძლოა, თავდაპირველი ძალის დაახლოებით 55%-ს შეადგენდეს

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითგამოცხადებული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალების მსხვერპლი, შესაძლოა, თავდაპირველი ძალის დაახლოებით 55%-ს შეადგენდეს.

„მძიმე დაბომბვა გრძელდება, რადგან რუსეთი ცდილობს, ალყაში მოაქციოს სევეროდონეცკის ტერიტორია ჩრდილოეთით იზიუმის და სამხრეთით პოპასნაიას გავლით. რუსეთი დიდი ალბათობით ემზადება დონბასში დიდი რაოდენობით სარეზერვო შენაერთების განლაგების მცდელობისთვის", -აღნიშნულია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ რუსეთის ხელისუფლებას 25 მარტის შემდეგ უკრაინაში დაღუპულთა საერთო რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა დაღუპულთა შესახებ მონაცემებს აქვეყნებს თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“, რაც მიანიშნებს, რომ რუსული და პრორუსული ძალები დონბასში მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან.

"მათ აღიარეს, რომ 16 ივნისის მდგომარეობით, 2 128 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 8 897 დაიჭრა. თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მსხვერპლის მაჩვენებელი უდრის მისი თავდაპირველი ძალის დაახლოებით 55%-ს, რაც ხაზს უსვამს უჩვეულო დანაკარგებს, რასაც რუსული და პრორუსული ძალები დონბასში განიცდიან,“- აცხადებენ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყებაში.

მათივე ცნობით, დიდი ალბათობით, თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ძალები აღჭურვილია მოძველებული იარაღითა და აღჭურვილობით.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს