უკრაინული მედია - ხერსონთან ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი იწვის

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხერსონთან ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი იწვის, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

გამოქვეყნებულ სურათებზე ჩანს მუქი სქელი კვამლის სვეტი.

ადგილობრივების თქმით, ხანძარი საწყობში ჭურვების ჩამოვარდნის შემდეგ გაჩნდა.

შეგახსენებთ, რუსეთს მთელი ძალისხმევა დონბასზე კონტროლის მოპოვებაზე აქვს მიმართული. ამჟამად გრძელდება ბრძოლები სევეროდონეცკისთვის. გუშინ რუსულმა ძალებმა რამდენიმე მიმდებარე სოფელი დაიკავეს. ამასთან, ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი გაიდაის ინფორმაციით, რუსი სამხედროები ლისიჩანსკს უახლოვდებიან და ქალაქს არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით ბომბავენ. უკრაინის გენერალური შტაბის დღევანდელ ანგარიშში კი აღნიშნულია, რომ რუსი ოკუპანტები სლავიანსკზე შეტევის განახლებას ცდილობენ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა