DRI - უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი ხარვეზიანია

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ (DRI) სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც შუალედურ ანგარიში „უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა და არსებული გამოწვევები“ განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ავრცელებს.

გავრცელებული ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქციით, ერთი შეხედვით, გაიზარდა უსაფრთხოების სექტორზე კონტროლის მექანიზმები, მაინც რჩება მთელი რიგი საკანონმდებლო ხარვეზები, რაც უსაფრთხოების სექტორს ზედამხედველობის მიღმა ტოვებს. აღნიშნულს კიდევ უფრო ართულებს უსაფრთხოების სექტორის საქმიანობისთვის დამახასიათებელი საიდუმლოების მაღალი ხარისხი.

„ანგარიშში გაანალიზებულია საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია, საკანონმდებლო ჩარჩო და პარლამენტის წევრებთან პირისპირ ჩატარებული ინტერვიუები. ასევე წარმოდგენილია უსაფრთხოების სექტორის საპარლამენტო ზედამხედველობის მოდელების მიმოხილვა.

წარმომადგენლობით დემოკრატიაში საპარლამენტო ზედამხედველობა ძალაუფლების კონტროლის და დაბალანსების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპარლამენტო ზედამხედველობა უსაფრთხოების სექტორზე, რომელსაც საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე აქვს მიდრეკილება, ჩამოყალიბდეს „სახელმწიფოდ სახელმწიფოში“.

DRI-ის ანგარიშში განხილულია ნდობის ჯგუფის დაკომპლექტებასთან დაკავშირებული პრობლემები. რეგლამენტის ჩანაწერის მიუხედავად, დღეს ნდობის ჯგუფში ხუთის ნაცვლად, ოთხი წევრია, საიდანაც უმრავლესობას (3 წევრი) მმართველი პარტიის წევრები შეადგენენ. საკანონმდებლო ვალდებულების არარსებობის პირობებში, ნდობის ჯგუფის საქმიანობა გაუმჭვირვალეა. საზოგადოებისთვის დამალულია ჯგუფის სხდომების დღის წესრიგიც კი.

DRI-ის კვლევა ასევე მიმოიხილავს სუს-ის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს, რომელიც უკიდურესად ზოგადი და შაბლონურია, რაც პარლამენტის წევრებს ვერ შეუქმნის სუს-ის საქმიანობასთან დაკავშირებით რეალურ წარმოდგენას და ვერ მიაწოდებს იმ მოცულობის ინფორმაციას, რაც ამ უკანასკნელს საპარლამენტო კონტროლისთვის სჭირდება.

დადებითი ტენდენციის სახით უნდა აღინიშნოს, რომ დეპუტატების მიერ წერილობითი კითხვის გამოყენების დინამიკა განვლილ წლებთან შედარებით გაზრდილია. ამასთან, განსხვავებით წინა წლებისგან, 2021 წლიდან შეიმჩნევა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გააქტიურება. თუმცა, თვალსაჩინოა, რომ კითხვის ადრესატები ხშირ შემთხვევაში იყენებენ განსხვავებულ მიდგომას იმის მიხედვით, თუ ვინაა კითხვის ავტორი: პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყებების მხრიდან უპასუხოდ დატოვებულია ან არასრულყოფილად და ბუნდოვნად აქვს გაცემული პასუხები ძირითადად საპარლამენტო ოპოზიციის მიერ დასმულ შეკითხვებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს