მიხაილო პოდოლიაკი - ფსიქიატრები შეისწავლიან, როგორ დაიწყო რუსეთმა ისტორიის სისხლიანი ფურცლების შექმნა, ბოლო თავის სახელწოდება ცნობილია – „ტრიბუნალი“

მომავლის ფსიქიატრები შეისწავლიან: როგორ დაიწყო რუსეთმა ისტორიის სისხლიანი ფურცლებისა და ნაცისტების ყოველი ნაბიჯის ხელახლა შექმნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, რუსეთს ტრიბუნალი ემუქრება.

„დილის 4:30 საათზე ბომბები ჩამოყარა. სიტყვა "ომის" გამოყენება აკრძალა. აგრესიაში სხვა ქვეყნები დაადანაშაულა. მომავლის ფსიქიატრები შეისწავლიან: როგორ დაიწყო რუსეთმა, რომელიც წლების განმავლობაში აშენებდა „მეორე მსოფლიო ომის“ კულტს, ისტორიის სისხლიანი ფურცლებისა და ნაცისტების ყოველი ნაბიჯის ხელახლა შექმნა. ბოლო თავის სახელწოდება ცნობილია – ტრიბუნალი,“- წერს პოდოლიაკი.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე