რუსული ძალები ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის „კამიკაძე“ დრონებს იყენებენ

რუსული ძალები უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ სუმის ოლქში თავდასხმების განსახორციელებლად ე.წ.კამიკაძე დრონებს იყენებენ, - ამის შესახებ სუმის ოლქის გუბერნატორი, დმიტრო ჟივიცკი იუწყება.

„ქალაქი კრასნოპილია ოთხჯერ დაიბომბა ნაღმტყორცნებითა და „კამიკაძე-დრონებით“, - აღნიშნა ჟივიცკიმ.

მისი თქმით, თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

"ზოგადად სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. გუშინ საზღვრის გასწვრივ ტერიტორიები დაბომბეს სხვადასხვა სახის შეიარაღებით, ნაღმმტყორცნებით, მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებით", - აღნიშნა ჟივიცკიმ.

მისივე თქმით, ოთხშაბათს დილით, რუსულმა ძალებმა ნაღმტყორცნებით და მძიმე არტილერიით კიდევ ერთი სასაზღვრო ქალაქი, შოსტკა დაბომბეს.

რუსი ოკუპანტებო ინტენსიურ შეტევას ახორცილებენ უკრაინის სამხრეთ ნაწილშიც. მიკოლაივის ოლქის გუბერნატორის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, რუსებმა ქალაქ მიკოლაივში შვიდი რაკეტა ისროლეს. გუბერნატორს არ დაუზუსტებია, არიან თუ არა თავდასხმის შედეგად დაშავებულები ან დაღუპულები.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი