ირაკლი ზარქუა - ქალბატონო ხატია, ტყუილად ცდილობთ რამდენიმე დღის წინ გამართული აქცია მიითვისოთ, იქ „ნაცმოძრაობა“ უმცირესობაში იყო - პლაკატიც ვერ აიტანეთ და ჩამოგაბუნძულეს

ქალბატონო ხატია, ტყუილად ცდილობთ რამდენიმე დღის წინ გამართული აქცია მიითვისოთ, იქ „ნაციონალური მოძრაობა“ უმცირესობაში იყო - 24 ივნისი ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ „მცდელობა 2“, რომ რევოლუციაში გადაიყვანონ ეს პროცესი - არ გამოგივათ, გამორიცხულია, - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას“.

ზარქუას შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერები არ ჰყავს.

„მიუხედავად იმ რეკომენდაციებისა, რაც ევროკომისიამ გვთხოვა და გვითხრა, რომ დეპოლარიზაცია მოხდეს, ჩვენ ვნახეთ როგორ ესმით ეს. პირველივე პუნქტი დღეს დაარღვიეს. ქალბატონო ხატია, ტყუილად ცდილობთ რამდენიმე დღის წინ გამართული აქცია მიითვისოთ, იქ „ნაციონალური მოძრაობა“ უმცირესობაში იყო და ამის დემონსტრირება იყო, როდესაც პლაკატიც არ აგატანინეს მოედანზე და მიკროფონიც კი არ მოგცეს. ერთი საათი ვერ მოგისმენიათ ვერ აგიტანიათ სიმართლე და ემუქრებით პრემიერს, მთავრობას, რომ ჩამოგაგდებთ, დაგამთავრებთო. ამიტომ კიდევ ერთხელ ცხადად უნდა ითქვას; 24 ივნისი ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ „მცდელობა 2“, რომ რევოლუციაში გადაიყვანონ ეს პროცესი - არ გამოგივათ, გამორიცხულია, რადგან მხარდამჭერებიც არ გყავთ და ამის დემონსტრირება იყო ის, რომ პლაკატიც ვერ აიტანეთ და იქიდან ჩამოგაბუნძულეს.

რა თქვა კაცო პრემიერმა არასწორი?! სტრატეგიული ობიექტები: „ხრამ 1“, „ხრამ 2“, თბოელექტრო სადგური, „თელასი“, „ჯივიპი“ არ გადაეცით რუსებს? „ვნესტორ ბანკი“, „ბილაინი“ არ შემოიყვანეთ თქვენ? ომის შემდეგ უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად არ დაუწესეთ რუსეთს? კაცო არ გახსოვთ ეს მართლა?! „დაგუგლეთ“, ბატონო რომან.

არ გაქვთ მხარდაჭერა და ცდილობთ რევოლუციური გზებით გადაკეტოთ გზები, იქნებ ახალგაზრდები აიყოლიოთ. ახალგაზრდებმა უარი გითხრათ და ბანერი ჩამოგიგდოთ - აი, ეს არის სწორი მიდგომა. ჩვენ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესო ვართ ერთნი ევროპის გზაზე და ამას ჩვენ მივაღწევთ, ეს იცოდეთ“, - განაცხადა ზარქუამ.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს