ეკა ხერხეულიძე პრემიერს  - "ტყუილის გუდა" ხართ

სამთავრობო ლოჟაში რა გინდათ, თუ 308 დეპუტატს ვაგროვებთ ევროპარლამენტში და თქვენ ერთი დეპუტატი ვერ მოძებნეთ, რომელიც შეგეწეოდათ და თქვენს სიმართლეს გაიტანდა?! - რომ ამბობთ, შესაძლებლობების კარები ღია არის, ამ კარებში ოლიგარქი ივანიშვილი რომ არის გაჩხერილი, რა ვუყოთ?!, - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პრემიერ-მინისტრს „ტყუილის გუდა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 კლასელის რიტორიკით საუბრობს.

ეკა ხერხეულიძის შეფასებით, ევროპელ დიპლომატებთან წლების განმავლობაში დაგროვილ ურთიერთობას, საქართველოს ხელისუფლება წყალს ატანს.

„ახლა, როდესაც ჩვენ აქ ვსხედვართ, რამდენიმე საათში იწყება დებატები, მათ შორის საქართველოს საკითხთან დაკავშირებით და ამ საკითხზე არაფერი უთქვამს პრემიერს, როდესაც ტრიბუნასთან იდგა. საერთოდ არ უფიქრია იმ განსაცდელზე, რის წინაშეც შესაძლებელია აღმოჩნდეს ქვეყანა, რომელსაც დამსახურებულად ჰქონდა ლიდერის სტატუსი „ასოცირების ტრიოში“ და დღეს ყველაფერი დაკარგა, რადგან ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა.

როდესაც პრემიერი ღარიბაშვილი საუბრობს, რომ 308 დეპუტატი მოვაგროვეთ „ნაციონალურმა მოძრაობამ,“ დიდი ბოდიში, მაგრამ სამთავრობო ლოჟაში თქვენ რა გინდათ, ბატონო ირაკლი, თუ 308 დეპუტატს ვაგროვებთ ევროპარლამენტში და თქვენ ერთი დეპუტატი ვერ მოძებნეთ, რომელიც შეგეწეოდათ და თქვენს სიმართლეს გაიტანდა, რეზოლუციად აქცევდა?! საერთოდ, ტყუილის გუდა ხართ. ისეთი პრეზენტაცია გქონდათ, რომ უხერხულობისგან ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, მესამე კლასელი ბავშვის რიტორიკით საუბრობთ. თქვენ სამშობლოს ღალატი რა გგონიათ?! ღალატი არის ეროვნული ინტერესის არ და ვერ დაცვა. როდესაც 24 ივნისს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება ქართველი ხალხი და ამ ტრიბუნიდან კიდევ ლანძღავთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომლებთან ურთიერთობა წლების და თაობების მანძილზე არის ნაგროვები, წყალს ატანთ, რადგან პასუხისმგებლობა არ გაგაჩნიათ ქვეყნის წინაშე და მხოლოდ ერთი კაცის სამსახურში დგახართ, ეს არის ტრაგედია. რითაც თავს იწონებთ და ამბობთ, რომ შესაძლებლობების კარები ღია არის, ამ კარებში ოლიგარქი ივანიშვილი რომ არის გაჩხერილი, რა ვუყოთ?!“, - მიმართა ხერხეულიძემ პრემიერ-მინისტრს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა