დონბასში მასიური საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ხორციელდება. ოკუპანტების მიზანი ამ მიმართულებით იგივე რჩება - მათ სურთ, ეტაპობრივად გაანადგურონ მთელი დონბასი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საჭიროა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარება იმისთვის, რომ ბრძოლის ველზე თანაბარი პირობები შეიქმნას.
„დონბასში მასიური საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ხორციელდება. ოკუპანტების მიზანი ამ მიმართულებით იგივე რჩება - მათ სურთ, ეტაპობრივად გაანადგურონ მთელი დონბასი. ლისიჩანსკი, სლოვიანსკი, კრამატორსკი - მათი მიზანია, ნებისმიერი ქალაქი მარიუპოლად გადააქციონ, სრულიად დანგრეულად.
ამიტომაც ვუსვამთ ხაზს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარებას. პარიტეტი ბრძოლის ველზე რაც შეიძლება მალეა საჭირო, რომ შეაჩეროს ეს სატანური არმადა და გაიყვანის უკრაინის საზღვრებს მიღმა,“- აღნიშნა ზელენსკიმ.