ხარკოვში თავდასხმებს მინიმუმ 20 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

რუსეთმა უკრაინის ქალაქ ხარკოვის წინააღმდეგ, ბოლო დღეებში, ახალი სარაკეტო თავდასხმა დაიწყო.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, სამშაბათს და ოთხშაბათს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში, რომელიც რუსეთის საზღვართან მდებარეობს, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ დარტყმების მიზანი ქალაქის „მოსახლეობის ტერორია“. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ თავდასხმები არის რუსეთის მცდელობა, უკრაინა აიძულოს, ძალები დონბასის რეგიონიდან გაიყვანოს.

„იდეა არის, რომ შეიქმნას ერთი დიდი პრობლემა ჩვენი ყურადღების გადასატანად და გვაიძულოს, ჯარები სხვაგან გადავიყვანოთ. ვფიქრობ, ესკალაცია იქნება,“- აღნიშნა არესტოვიჩმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს