გენშტაბი - ოკუპანტები სლოვიანსკის მიმართულებით მძიმე ცეცხლსატყორცნი სისტემების გამოყენებას გეგმავენ

სლოვიანსკის მიმართულებით აგრესორი ორიენტირებულია ტაქტიკური სიტუაციის გაუმჯობესებაზე და ჩვენი ჯარების დაცვაში სისუსტეების გამოვლენაზე. მტერი ცდილობს შექმნას პირობები შეტევის განახლებისთვის იზიუმ-ბარვინკოვეს და იზიუმ სლოვიანსკის მიმართულებით, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ოკუპანტები სლოვიანსკის მიმართულებით მძიმე ცეცხლსატყორცნი სისტემების გამოყენებას გეგმავენ.

„ხარკოვის მიმართულებით, მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია აღკვეთონ ჩვენი თავდაცვის ძალების შეღწევა სლოვიანსკის მიმართულებით მოქმედი საოკუპაციო ძალების ზურგში. მტერმა ბაირაქისა და რუბეჟნოეს ტერიტორიებზე საჰაერო დაზვერვა ჩაატარა,“ - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, დონეცკის მიმართულებით, მტერი კონცენტრირებულია ქალაქ სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დამყარებაზე და ქალაქ ლისიჩანსკის მახლობლად უკრაინული ძალების ალყაში მოქცევაზე.

„სევეროდონეცკის მიმართულებით, მტერმა დაიპყრო დასახლებები ლოსკუტივკა და რეი-ოლექსანდრივკა. ახორციელებს თავდასხმის ოპერაციებს სიროტინის დასახლებაზე კონტროლის დამყარების მიზნით,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

გენშტაბში აცხადებენ, რომ ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტები აწარმოებენ შეტევით ოპერაციებს ზოლოტესა და ვოვჩოიარივკას დასახლებების მიმართულებით, ცდილობენ დაიკავონ დომინანტური სიმაღლეები ბერესტოვის ტერიტორიაზე, რათა კონტროლი დაამყარონ ბახმუტ-ლისიჩანსკის გზატკეცილზე.

„ამ მიმართულებით ჯგუფის გასაძლიერებლად, ნოვოტოშკოვსკეს დასახლების ტერიტორიაზე, მტერმა ცენტრალური სამხედრო ოლქის შემადგენლობიდან ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი გადაიყვანა,“- აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, კრამატორსკის, ავდიივკას, კურახივკას, ნოვოპავლივკასა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით მოწინააღმდეგეს აქტიური ოპერაციები არ ჩაუტარებია. „მტერი ახორციელებს დაბომბვას თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოქმედების შეზღუდვისა და სხვა მიმართულებით მათი გადაყვანის პრევენციის მიზნით,“- აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, იუჟნობუჟსკის მიმართულებით, ოკუპანტები კონცენტრირებულები არიან, ხელი შეუშალონ უკრაინულ ძალებს კონტრშეტევითი ოპერაციების განხორციელებაში ხერსონისა და მიკოლაივის ოლქებში.

„მიკოლაივის მიმართულებით, მტერმა გარკვეულ რაიონებში საარტილერიო დანაყოფები განალაგა. მომავალში, არ არის გამორიცხული თავდასხმის ოპერაციების ჩატარების მცდელობები კისელევკა - პოსად-პოკროვსკოესა და ალექსანდროვკა - ლუპარევოს მიმართულებებით, ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებთან მიღწევის მიზნით,“- აცხადებენ გენშტაბში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა