უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ითხოვს არ გასაჯაროვდეს ინფორმაცია დასავლელი პარტნიორების მიერ მიწოდებული იარაღის შესახებ

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ითხოვს არ გასაჯაროვდეს ინფორმაცია დასავლელი პარტნიორების მიერ მიწოდებული იარაღის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განმარტებით, დასავლეთისგან უკრაინის მიერ იარაღის მიღება მძიმე და სისტემური მუშაობის შედეგია.

„ჩვენ ვამჯობინებთ არ ვისაუბროთ დეტალებზე: სად რა მდებარეობს, რა სახის იარაღი, როგორ გამოიყენება და ვურჩევთ ასევე ყველას, რომ ეს არ გააკეთონ“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ ინფორმაცია დასახლებული პუნქტების გათავისუფლების ან დაკარგვის შესახებ, რომელიც გავრცელდება ოპერაციის დასრულებამდე, ითვლება არაკორექტულად. მისი თქმით, ასეთი ამბები ზიანს აყენებს უკრაინის დამცველებს.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს