ლევან ბოძაშვილი - პარტიები, რომლებიც პოლიტიკურ ამინდს ქნიან, ძალაუფლების მოპოვების რეჟიმში არიან და ევროპამ სწორედ ეს დაინახა - ვიდრე ეს პოლიტიკური სპექტრი ტოტალურად არ გამოიცვლება, ევროატლანტიკური ინტეგრაციის იმედი არ მაქვს

პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებსა და ამინდს ქნიან, ძალაუფლების მოპოვების რეჟიმში არიან, მათთვის ამოსავალი ესაა და ევროპამ სწორედ ეს დაინახა - სანამ ეს პოლიტიკური სპექტრი ტოტალურად არ გამოიცვლება, ევროატლანტიკური ინტეგრაციის იმედი არ მაქვს , - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე ლევან ბოძაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც ბოძაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირთან საქართველოს პრობლემები შარლ მიშელის დოკუმენტის ჩავარდნის შემდეგ დაიწყო და საუბარია არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, არამედ ოპოზიციაზე.

მისი თქმით, „პოლიტიკურმა პარტიებმა არა მხოლოდ დაუშვეს შეცდომა, არამედ ჩაიდინეს დანაშაული, რომ ვერ და არ მოახერხეს კონსტიტუციური ჩანაწერის [ევროატლანტიკური ინტეგრაცია] ეროვნულ ამოცანად ქცევა, რომ იქიდან გამომდინარე განესაზღვრათ თავიანთი მოქმედება“.

„ევროკავშირთან საქართველოს მიმართ პრობლემები წარმოიშვა შარლ მიშელის დოკუმენტის ჩავარდნის შემდეგ. ეს იყოს დიდი დარტყმა ევროპისთვის საქართველოს მხრიდან. საუბარი არაა არც მხოლოდ ხელისუფლებაზე და არც მხოლოდ ოპოზიციაზე. ყველამ ერთად მოვახერხეთ ეს. პრობლემა არის ის, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები მთავარ ეროვნული ინტერესების საკითხებზე უყურებენ საკუთარი ძალაუფლებრივი პარტიული დღის წესრიგიდან. ვგულისხმობ პოლიტიკური პარტიების აბსოლუტურ უმრავლესობას“, - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესში ოპოზიციამაც არანაკლები შეცდომა დაუშვა, საზოგადოება პასუხს ხელისუფლებას სთხოვს და ეს ბუნებრივია.

„ადამიანები, რომლებიც ნათლად ხედავენ, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს ერთადერთი ისტორიული სახელმწიფოებრივი არჩევანია და მისი განხორციელება ჩვენს უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირშია, მოელიან ხელისუფლებისგან ადეკვატურ და შედეგიან მოქმედებებს. როცა ამას ვერ ხედავენ, რა თქმა უნდა, ერთიანდება ეს ორი ასპექტი - ამ ხალხს უნდა ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ბუნებრივია, პასუხს სთხოვს ხელისუფლებას, აბა სხვას ვის მოსთხოვს? მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ არანაკლები, თუ მეტი არა, შეცდომები დაუშვა და პოლარიზაციის ხელშეწყობა მოახდინა. პოლიტიკური პროცესი იმდენად დეგრადირებულია, რომ სანამ ეს პოლიტიკური სპექტრი ტოტალურად არ გამოიცვლება, ევროატლანტიკური ინტეგრაციის იმედი არ მაქვს. მე ახალგაზრდების იმედი მაქვს. ახლო პერსპექტივაში არ არსებობს პოლიტიკური ძალა და ლიდერი, რომელიც ისეთი საპირწონე იქნება, როგორიც მხარდაჭერის თვალსაზრისით, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილია“,- განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

ბოძაშვილმა ასევე უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, რომ ევროკომისიის დასკვნაში დეოლიგარქიზაციაზეა საუბარი. მისი თქმით, საკითხი სპეკულაციებისა და ურთიერთბრალდებების საშუალებას იძლევა.

„მე რომ ხელისუფლებაში ვყოფილიყავი, წავიდოდი ამ პარტნიორებთან. დავსხდებოდი მათთან ერთად და დავსვამდი კითხვას, ვათქმევინებდი - ვის გულისხმობთ. ახლა ყველაფერი სპეკულაციაა და ურთიერთბრალდებების საშუალებას იძლევა“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო, ბოძაშვილი ამბობს, რომ ეს სწორი პოზიციაა.

„გამიკვირდა, რომ მან ვეტოს უფლება გამოიყენა. არ ველოდი. ვიცოდი მისი პოზიცია, რომ ის ვეტოს გამოყენებით მანიპულირების რეჟიმში არ გადავიდოდა. ეს იყო, ჩემი აზრით, სწორი პოზიცია.

ამასთან, მისი პოზიცია ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით სწორი და სახელმწიფოებრივია. მას უნდა მისცემოდა საშუალება უფრო მეტად ეაქტიურა ევროპულ ასპარეზზე. გამოვიდოდა თუ არა რამე, მთავარია, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს უნდა ჰქონოდა საშუალება, რომ მაქსიმალურად დახარჯულიყო განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში“,- განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს