სერგეი გაიდაი - ქალაქ ლისიჩანსკში უსაფრთხო ადგილი არ არის დარჩენილი

სერგეი გაიდაი - ქალაქ ლისიჩანსკში უსაფრთხო ადგილი არ არის დარჩენილი

ქალაქ ლისიჩანსკში უსაფრთხო ადგილი არ არის დარჩენილი, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

მისი თქმით, მთელი ლისიჩანსკის დაბომბვა საჰაერო იერიშებით ხორციელდება.

გაიდაის განცხადებით, ხელისუფლება აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას და მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.