ვიტალი კლიჩკო უკრაინის კანდიდატის სტატუსზე - ჩვენ ამ შანსისთვის ძალიან მაღალი ფასი გადავიხადეთ

დიახ, ჩვენ ამ შანსისთვის ძალიან მაღალი ფასი გადავიხადეთ. დიახ, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე, - ამის შესახებ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო „ტელეგრამში“ წერს, რითაც ეხმაურება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა მისთვის წაყენებული პირობების შესასრულებლად.

“დარწმუნებული ვარ, უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა, ყველა პირობის შესასრულებლად და აუცილებელი კანონების მისაღებად. რადგან სხვა შემთხვევაში ჩვენს სახელმწიფოს მომავალი არ აქვს. სწორედ ამისთვის იღუპებიან ჩვენი საუკეთესო დამცველები,“- წერს კლიჩკო.

შეგახსენებთ, გუშინ, ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა