ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო, მაგრამ არ აქვს არცერთი სამართლებრივი შენიშვნა - პარლამენტის გადაწყვეტილებაც შესაბამისი იქნება

პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო, მაგრამ არცერთი სამართლებრივი შენიშვნა არ აქვს, რაც ძალიან სამწუხაროა. ამ შემთხვევაში პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას და გამომდინარე იქიდან, რომ სამართლებრივი შენიშვნები წარმოდგენილი არ არის, ალბათ გადაწყვეტილებაც შესაბამისი იქნება, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადებას.

კობახიძის შეფასებით, ოპოზიციას ამ კანონპროექტის მეორე მოსმენის დროს არცერთი გამოსვლა არ ჰქონია და კითხვაც არ დაუსვამს.

„დოკუმენტში, რომელიც წარმოადგინა პრეზიდენტმა არცერთი სამართლებრივი შენიშვნა არ არის ასახული. ოპოზიციას ამ კანონპროექტის მეორე მოსმენის დროს არცერთი გამოსვლა არ ჰქონია და კითხვაც კი არ დაუსვამს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კანონპროექტი არის მთლიანად სუფთა სამართლებრივი და ყველანაირი თვალსაზრისით, ასევე ვერც ერთმა უცხოელმა პარტნიორმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ ვერ წარმოადგინა სამართლებრივი შენიშვნა ამ კანონპროექტის მიმართ. პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო, მაგრამ არ აქვს არცერთი სამართლებრივი შენიშვნა, რაც ძალიან სამწუხაროა, ამ შემთხვევაში პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას და გამომდინარე იქიდან, რომ სამართლებრივი შენიშვნები წარმოდგენილი არ არის, ალბათ გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ის ვეტოს დაადებს შემდეგი 6 თვის განმავლობაში ყველა კანონს, რომელიც არასწორი მიმართულებით იქნება მიღებული.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება და ერთი მოსმენით მიიღება. თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიიღებს, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.

რაც შეეხება უშუალოდ „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს, უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი ცვლილებების თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მაქსიმალური ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება, ხოლო დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელზეც ფარული თვალთვალი შეიძლება განხორციელდეს, 27 ნაკლებად მძიმე დანაშაული ემატება. ამასთან, იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესი.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება