გიგი უგულავა - საუბარი, რომ ხელისუფლებას ვალდებულებების შესრულება ვაიძულოთ, საღ აზრს მოკლებულია - ერთადერთი, რაც მას უნდა ვაიძულოთ, ეს არის გადადგომა და რიგგარეშე არჩევნები

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას განცხადებით, საზოგადოებამ მთავრობას გადადგომა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება უნდა აიძულოს. როგორც გიგი უგულავა აღნიშნავს, იმაზე, რომ საქართველომ წლის ბოლომდე კანდიდატის სტატუსი მიიღოს, კოალიციურმა მთავრობამ უნდა იმუშაოს.

„სამოქმედო გეგმა გამოცხადდება და დაველოდოთ, მაგრამ როგორც ვიცი, ოპოზიციის სიტყვით გამოსვლები არ იქნება. ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ შეასრულოს ვალდებულებები, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელია, საღ აზრს მოკლებულია, რადგან სხვათა შორის, ამ ხელისუფლებამ ეფექტურად იმუშავა, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით. აქედან გამომდინარე, უკიდურესი მიამიტობაა კიდევ ველოდოთ, რომ რაღაცას შეცვლის. ვიღაცას შეიძლება შეცვლილი ტონი მოეწონოს, მაგრამ ნდობა პლინტუსს ქვევითაა. ერთადერთი, რაც საზოგადოებამ უნდა აიძულოს მთავრობას, ეს არის გადადგომა და რიგგარეშე არჩევნები. ალბათ, ეს იქნება მოთხოვნები, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია იმიტომ, რომ ცივილიზებულ ქვეყნებში არჩევნები განმუხტვის საშუალებაა. საზოგადოება თანხმდება, რომ ხელისუფლებამ ეს კატასტროფა შეგნებულად, ივანიშვილის მონაწილეობით ჩაიდინა. შესაბამისად, ესენი უნდა წავიდნენ იმიტომ, რომ მერე კოალიციურმა მთავრობამ დაიწყოს იმის გაკეთება, რაც წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის აუცილებელია“, -განაცხადა გიგი უგულავამ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ხელისუფლებას ხალხის ეშინია და ოპოზიციასთან ერთად დეპოლარიზაციის შემცირებას სწორედ ამიტომ დათანხმდა.

„ხელისუფლების განცხადებები, რომ ოპოზიციასთან ერთად დეპოლარიზაციის შემცირებისთვის მზადაა, განპირობებულია იმით, რომ ხალხის ეშინია, თუმცა რეალურად, ეს დროის გაწელვაა, რასაც არავინ ჭამს, ამის ბავშვი არავინ არ არის და აბსოლუტურად სხვა სიტუაციაა. პოლარიზაციას ვინ იწვევს? - პოლარიზაციას იწვევს ყოველ დილით კობახიძე, რომ გამოდის და სიგიჟეებს ლაპარაკობს, მათი მართული ტელევიზიები, რომლებიც ამის ტირაჟირებას ახდენენ. პოლარიზაციას იწვევს პოლიტიკური დევნა, პატიმრები და პოლიტიკური მართლმსაჯულება. პოლარიზაციას იწვევს, როცა შენს პარტნიორებს დედას აგინებ და ნახევარი ევროპა კრიმინალებად გამოგყავს. ხელისუფლების პასუხისმგებლობა 90%-ია, ხოლო ოპოზიციის 10%. პოლარიზაციის ტონის მიმცემი არის ხელისუფლება“, - განაცხადა უგულავამ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის