მიხაილო პოდოლიაკი - მოსკოვი „უდიდესი მოსავლით“ ტრაბახობს - მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ „ყველაზე დიდი მოსავალი" არის მოპარული მარცვლეული

მოსკოვი „უდიდესი მოსავლით“ ტრაბახობს. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ „ყველაზე დიდი მოსავალი" არის მოპარული მარცვლეული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი "ტვიტერის" გვერდზე წერს.
მისივე თქმით, რუსეთის პორტრეტი მკვლელების, ჯალათებისა და ქურდებისგან შედგება.
"მოსკოვი აფრიკასა და აზიაში სასურსათო კრიზისის ფონზე, "ისტორიაში მარცვლეულის "უდიდესი მოსავლით" ტრაბახობს. "შიმშილი ჩვენთვის შანსია" - უხეშად ამბობენ რუსი პროპაგანდისტები. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ "ყველაზე დიდი მოსავალი" არის მოპარული მარცვლეული. რუსეთის ფედერაციის ნამდვილი პორტრეტი: მკვლელები, ქურდები, ჯალათები", - წერს პოდოლიაკი.

























