პაველ კირილენკო - რუსეთი თავს უყრის ძალებს სლავიანსკში და ცდილობს მარიუპოლისა და სევეროდონეცკის  სცენარი გაიმეოროს

რუსული ჯარები თავს უყრიან ძალებს სლავიანსკის მიმართულებით, ისინი არ ცვლიან ტაქტიკას და შეეცდებიან მარიუპოლისა და სევეროდონეცკის სცენარი გაიმეორონ. ამის შესახებ რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ განაცხადა.

„ჩვენ ვაკვირდებით ცოცხალი ძალის, მძიმე ჯავშანტექნიკის და არტილერიის თავმოყრას სლავიანსკის მიმართულებით. მტერი იყენებს თავის ტაქტიკას და ცდილობს მიუახლოვდეს ჩვენს თავდაცვის ხაზს, რათა გარდა რაკეტებისა და თვითმფრინავებისა, რომლებსაც სისტემატურად იყენებენ დონბასში, გამოიყენონ ქვემეხი არტილერია ქალაქის დაბომბვისთვის.

რუსები არ ცვლიან ტაქტიკას, ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა ჩვენს მშობლიურ მარიუპოლში და სევეროდონეცკში, ამიტომ ვემზადებით ნებისმიერი სცენარისთვის სლავიანსკთან.

ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მტერმა არ გამოიყენოს ასეთი ტაქტიკა. ჩვენ მზად ვართ და ვიდგები, ვიდრე საჭირო იქნება“, - განაცხადა კირილენკომ.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე