CNN - აშშ უკრაინისთვის საშუალო და გრძელ მანძილზე მოქმედი სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესყიდვის შესახებ გამოაცხადებს

აშშ გეგმავს გამოაცხადოს, რომ უკრაინისთვის თანამედროვე და განვითარებული საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი მიწა-ჰაერის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემა შეიძინა, - ინფორმაციას CNN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინული ძალების მოთხოვნის საპასუხოდ, ამ კვირაში ასევე გამოცხადდება სხვა სამხედრო დახმარების შესახებ, მათ შორის დამატებითი საარტილერიო საბრძოლო მასალისა და კონტრაბატარეული ბრძოლის რადარების. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოითხოვეს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, რომელიც ცნობილია როგორც NASAMS სისტემა, იმის გათვალისწინებით, რომ იარაღს შეუძლია დაარტყას სამიზნეებს 100 მილზე მეტ მანძილზე,
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც გერმანიაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტში მონაწილეობს, ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ აშშ უკრაინას მიაწვდის "უფრო მოწინავე სარაკეტო სისტემებს და საბრძოლო მასალას". ამასთან, გასულ კვირას ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ უკრაინისთვის დამატებითი, 450 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების მიწოდება იგეგმება.

























