ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბავარიის ალპებში შეკრებილ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს მიმართავს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, სამიტის ეპიცენტრში უკრაინის ომია. ლიდერებმა შეათანხმეს ახალი ნაბიჯების გადადგმა რუსეთის ეკონომიკის იზოლირებისთვის, მათ შორის რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვის ჩათვლით და ზელენსკის მხარდაჭერა აღუთქვეს.

„აქ, „დიდი შვიდეულის“ ამ შეხვედრაზე, ისევე როგორც ნატოში, ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივად გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელებს ხელში აქვთ ის, რაც მათ სჭირდებათ რუსული აგრესიის მოსაგერიებლად“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CNN- თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ სამდღიანი სამიტი გუშინ გერმანიაში, ბავარიის ალპებში, გარმიშ-პარტენკირხენის რაიონში მდებარე ელმაუს ციხესიმაგრეში გაიხსნა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს