ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ელოდებიან, რომ ნატო-ს სამიტზე შეფასებული და აღიარებული იქნება ყველა ის პროგრესი, რაც ქვეყანამ ამ წლების განმავლობაში მიაღწია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის დელეგაცია ხვალ, ნატო-ს სამიტში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განცხადება.

მისივე თქმით, საქართველოს დელეგაცია იმ პროგრესის შეფასებასა და აღიარებას ელის, რასაც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.

„პირადად გენერალური მდივნის მოწვევა მივიღეთ და ველოდებით, რომ შეფასებული, აღიარებული იქნება ყველა ის პროგრესი, რაც ჩვენმა ქვეყანამ ამ წლების განმავლობაში მიიღო. ჩვენს ევროპელ ლიდერებთან მაღალი დონის შეხვედრები მექნება. მიმაჩნია, რომ ქვეყანამ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა, თუნდაც ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ კრწანისში ნატოსთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი გავხსენით და ვფიქრობ, რომ ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ჯარის თავსებადობა კიდევ უფრო გაეზარდა. ჩვენ ვაძლიერებთ ჯარს, ჯარში აქტიური რეფორმები მიმდინარეობს, ტრანსფორმაციის პროცესი და რეფორმების და ყველა ის დინამიკა იქნება შენარჩუნებული და ქვეყანა გავა სამშვიდობოზე, როგორც იტყვიან,“ - განაცხადა პრემიერმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს