სანდრო რაქვიაშვილი - ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, ვისაც დავით არახამიასთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, მოვუწოდებდი, მას სთხოვონ, მტკიცებულებები დადოს

ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, ვისაც დავით არახამიასთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, მოვუწოდებდი, მას სთხოვონ, მტკიცებულებები დადოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ საქართველოდან სანქციების გვერდის ავლა ხდება და დიდ მასშტაბზეა საუბარი, ეს სტატისტიკაშიც გამოჩნდებოდა. ამასთან, რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ თუკი ეს მცირე მასშტაბით ხდება, უკრაინისთვის საინტერესო არ უნდა იყოს.

„უკვე აღარ მესმის "ტრენდი", რომელიც ხშირად არის გაჟღერებული, რადგან მტკიცებულება უნდა დაიდოს. სანამ მტკიცებულება არ დაიდება, შთაბეჭდილება რჩება, რომ არახამია ცდილობს, გაამართლოს ის ნარატივი, რაც "ქართული ოცნებიდან" მოდიოდა, რომ მეტი საქმე არ აქვთ გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ებრძოლონ. რომ წარმოიდგინოთ, რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ვეხმარებით ისეთი მასშტაბით, რომ ეს ეს უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, ეს სტატისტიკაში გამოჩნდებოდა - გაიზრდებოდა ნავთობის რეექსპორტი ან რაღაც მოხდებოდა. ჩვენთან შედარებით რუსეთისა და უკრაინის მასშტაბი იმხელაა, რომ ამის დამალვა შეუძლებელი იქნებოდა. თუ ეს მასშტაბი მცირეა, გაურკვეველია ამხელა ყურადღება რატომ არის. მტკიცებულებები უნდა დაიდოს, ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს. თუ ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს აკეთებს, ეს სერიოზული ამბავია, მაგრამ მე ამ ყველაფერს სკეპტიკურად ვუყურებ,"- განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი ობიექტური ინფორმაცია გაჩნდა, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. არახამიას თქმით, მალე ხელმისაწვდომი გახდება მონაცემები საქართველოდან ბევრი სახელისუფლებო დეპუტატისა და მინისტრის საზღვარგარეთ ტრანზაქციებისა და ანგარიშების შესახებ. მისივე მტკიცებით, ასევე ცნობილი გახდება ბიძინა ივანიშვილის კავშირების შესახებ, რომელიც ძალიან ღრმად არის ჩართული იმაში, რომ დაეხმაროს ტერორიზმის სპონსორ ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ჩვენი დელეგაციის სამუშაოს ცალკე ნაწილი იყო ჩვენი მოკავშირეების ინფორმირება იმ სქემების შესახებ, რომლითაც რუსეთი სარგებლობს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად.

ერთ-ერთი ასეთი არის ქართლი იურისდიქციის გამოყენება. საქართველოს ხელისუფლება ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში. როდესაც ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა აშშ-ისთვის, მოვისმინეთ ბევრი სიტყვა სხვადსახვა ქართველი მაღალჩინოსნისგან, რომ თითქოსდა ეს სიმართლე არ არის, მაგრამ დროთა განმავლობაში გაჩნდა სულ უფრო მეტი ობიექტური ინფორმაცია, რომელიც ჩემს სიტყვებს ამტკიცებს.

მალე ხელმისაწვდომი გახდება მონაცემები საქართველოდან ბევრი სახელისუფლებო დეპუტატისა და მინისტრის საზღვარგარეთ ტრანზაქციებისა და ანგარიშების შესახებ და რა თქმა უნდა, ბატონი ივანიშვილის კავშირებზე, რომელიც ძალიან ღრმად არის ჩართული იმაში, რომ დაეხმაროს ტერორიზმის სპონსორ ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში. მაგრამ მინდა იმედი გავუცრუო ყველას, ვინც გადაწყვიტა უკრაინელების სიკვდილზე ფული გამოიმუშაოს - არ იქნება და ბატონი ივანიშვილი პირველი უნდა მოემზადოს. მალე ავფრინდებით და ეს ტურისტული მოგზაურობა არ იქნება“, - განაცხადა არახამიამ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის