საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველო-ევროკავშირს შორის „ასოცირების შეთანხმების“ გაფორმების 8 წლისთავს ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულმა შეთანხმებამ საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანა.
„საქართველომ და ევროკავშირმა „ასოცირების შეთანხმებას“ 8 წლის წინ მოაწერეს ხელი. „ასოცირების შეთანხმებამ“ წარმატებით გახსნა ევროპეიზაციის პოტენციალი, საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანა და საშუალება მისცა საქართველოს, ევროპულ სახელმწიფოდ ქცეულიყო,“- წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ასოცირების შეთანხმებას“ ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"