პარლამენტმა საგაზაფხულო სესია ისე დაასრულა, რომ სახალხო დამცველს არ მოუსმინა

პარლამენტმა საგაზაფხულო სესია ისე დაასრულა, რომ სახალხო დამცველს არ მოუსმინა.

ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში ომბუდსმენმა პარლამენტში მარტის ბოლოს წარადგინა, თუმცა ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ამ დრომდე არ განუხილავს და შესაბამისად, განსახილველად არც პლენარულ სხდომაზე გასულა. რეგლამენტის გათვალისწინებით კი, სახალხო დამცველს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე უსმენს - პარლამენტის რეგლამენტში პირდაპირ წერია, რომ სახალხო დამცველი წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიაზე წარადგენს მოხსენებას ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზედაც პარლამენტი დადგენილებას ან რეზოლუციას იღებს. ეს წესი აქამდე არასდროს დარღვეულა.

ამავე კონტექსტში აღსანიშნავია მთავარი პროკურორისა და იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშები - ამ ორი უწყების არც წინ წლის ანგარიში და არც მიმდინარე წელს წარდგენილი დოკუმენტი პარლამენტს ჯერ არ განუხილავს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა