შსს-მ „ალტ-ინფოს“ მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმული მუქარისშემცველი მოსაზრებების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზაცია „ალტ-ინფოს” მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმული მუქარისშემცველი მოსაზრებების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, გამოძიება 239-ე პრიმა და 151-ე მიხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას და მუქარას გულისხმობს.

ინფორმაციისთვის, ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები სამართალდამცავებმა გამოკითხვაზე დაიბარეს. გამოკითხვაზე მისვლა „ფეისბუქში“ მათი მხრიდან „თბილისი პრაიდის“ მისამართით გამოთქმულ მუქარისშემცველ მოსაზრებებს უკავშირდება.

ამასთან, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას „თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, აგრეთვე, კვირეულის ფარგლებში, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. შსს გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში, სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება

როგორც ცნობილია, „თბილისი პრაიდი“ ღონისძიების გამართვას დახურულ რეჟიმში აპირებს,. „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიუხედავად ამისა, კონტრშეკრებას „პრაიდის“ წინააღმდეგ მაინც აპირებენ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია