თორნიკე შარაშენიძე - გამოსავალი იქნებოდა კოალიციური ხელისუფლება, რომ ლეგიტიმაცია შეიძინონ, რადგან მესამე ვადით დარჩენა, ძალიან მძიმეა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის

მთავრობის გადაყენება აქციებით არასწორი მგონია, ნანახი გვაქვს ეს კინო, - ასე შეაფასა ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აქციის, სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორების მიერ წამოყენებული მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებას ერთი კვირის ვადა აქვს იმისათვის, რომ „ბიძინა ივანიშვილის მთავრობა გადააყენოს“.

თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, განპირობებული იყო „ქართული ოცნების“ მიერ დაშვებული შეცდომებით და გეოპოლიტიკური ვითარებით.

„მთავრობის გადაყენება აქციებით არასწორი მგონია, ნანახი გვაქვს ეს კინო. რისი მიღწევა შეიძლება? მთავრობა შეიძლება უფრო გამოფხიზლდეს და უფრო გადაერთოს რაღაც რაღაცებზე. რაც მოხდა ნაწილობრივ იმის ბრალი იყო, რომ ბოლო ერთი წელიწადი მთავრობას რაღაცები შეეშალა: შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამოსვლა, შემდეგ რატომღაც გვარამიას დაჭერა, ასეთ დროს. ეს იყო თემები, რამაც ძალიან გააფუჭა ამ ხელისუფლების და ქვეყნის იმიჯიც. ისე აღმოჩნდა, რომ მოლდოვა, რომელიც „ესენგე“-შია დღემდე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო და ჩვენ არ მივიღეთ. გასაგებია, ცოტა გეოპოლიტიკაც გაერია. ასე არ არის, როგორც 100%-ით ოპოზიცია ამტკიცებს, მაგრამ არც ისეა, როგორც ხელისუფლება ამბობს. სიმართლე სადღაც შუაშია, - ეს ნაწილობრივ ხელისუფლების ბრალი იყო, ნაწილობრივ გეოპოლიტიკის“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

არსებული ვითარებიდან გამოსავალი, მისი შეფასებით, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაში არის.

როგორც შარაშენიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ მესამე ვადით ხელისუფლების შენარჩუნება გაუჭირდება.

„აღარავის სჯერა, რომ „ქართული ოცნება“ არ აკონტროლებს რაღაც დოზით მაინც სასამართლო სისტემას. აქ გამოსავალი იქნებოდა კოალიციური ხელისუფლება, რომ ლეგიტიმაცია შეიძინონ, რადგან მესამე ვადით, ძალიან მძიმეა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის დარჩენა. მიუხედავად იმისა, რომ პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს სხვებზე მაღალი რეიტინგი, ამავე დროს მოსახლეობაში არსებობს ძალიან დიდი მასა, რომელსაც არც „ოცნება“ მოსწონს და არც სხვა ვინმე. როდესაც 30%-იანი პარტია მესამე ვადით მოდის ხელისუფლება, უკვე პრობლემაა. ამიტომაც კარგი იქნებოდა კოალიცია ვიღაცასთან, რაღაც ფორმით“, - აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.

ცნობისათვის, „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორების მოთხოვნის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას ერთი კვირის ვადას აძლევენ იმისათვის, რომ „ბიძინა ივანიშვილის მთავრობა გადააყენოს“. ამასთან, აქციის ორგანიზატორები 3 ივლისამდე საქართველოს რეგიონებში გავლენ, რის შემდეგაც თბილისში დაბრუნდებიან და პარლამენტის შენობასთან დარჩებიან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან