სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ლისიჩანსკის დაბომბვას რვა  ადამიანი ემსხვერპლა

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ლისიჩანსკი "ურაგანის" ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაბომბეს, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

"დღეს, ლისიჩანსკში როდესაც მშვიდობიანი მოსახლეობა წყალს იღებდა სატვირთო ტანკერიდან, რუსებმა "ურაგანით" ხალხს ცეცხლი გაუხსნეს", - წერს გაიდაი.

მისივე თქმით, ლისიჩანსკის რვა მცხოვრები დაიღუპა და 21 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს