ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი გახდა ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაცია მსოფლიოში - ეს უნდა იყოს იურიდიული ფაქტი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრის მსგავს ობიექტებზე თავდასხმა მხოლოდ "სრულიად შეურაცხად ტერორისტებს შეუძლიათ".

მისივე თქმით, სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.

"რუსეთის დღევანდელი თავდასხმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე, ერთ-ერთი ყველაზე დაუმორჩილებელი ტერაქტია ევროპის ისტორიაში. საჰაერო განგაშამდე 1000 ადამიანი იყო. საბედნიეროდ, რამდენადაც ამ დროისთვის ვიცით, ბევრმა ადამიანმა დროულად გამოსვლა მოახერხა, მაგრამ შიგნით ისევ ხალხი იყო. ასეთ ობიექტებზე რაკეტებით დარტყმა მხოლოდ სრულიად შეურაცხად ტერორისტებს შეუძლიათ, რომელთაც დედამიწაზე ადგილი არ უნდა ჰქონდეთ. მსხვერპლის რაოდენობის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია, სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ყველა დაშავებულს ყველა საჭირო დახმარებას გაუწევენ", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ დასძინა, რომ დღეს, რუსეთის სახელმწიფო მსოფლიოში ყველაზე დიდ ტერორისტულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.

"დღეის მდგომარეობით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ თითქმის 2800 სხვადასხვა სახის ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა. ბომბებისა და რაკეტების რაოდენობის დათვლა უბრალოდ შეუძლებელია. ეს სხვა არაფერია, თუ არა ტერორი. რუსეთის სახელმწიფო გახდა ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაცია მსოფლიოში და ეს ფაქტია, ეს უნდა იყოს იურიდიული ფაქტი", - დასძინა ზელენსკიმ.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს