აშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ სან-ანტონიოში, მიტოვებულ სატვირთო მანქანაში 42 ადამიანი, სავარაუდოდ მიგრანტები, გარდაცვლილი იპოვეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემის ცნობით, კიდევ ათზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
New York Times-ის ინფორმაციით, სან-ანტონიოს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სატვირთოს მძღოლს ეძებენ, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სან ანტონიო აშშ-მექსიკის საზღვრიდან დაახლოებით 250 კილომეტრში მდებარეობს.
მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარსელო ებრარდმა განაცხადა, რომ ქვეყნის კონსული შემთხვევის ადგილისკენ გაემართა, მაგრამ დასძინა, რომ გარდაცვლილთა ეროვნება ჯერ კიდევ უცნობია.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"