გენშტაბი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის მიმართულებით მტრის თავდასხმა მოიგერიეს

გენშტაბი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის მიმართულებით მტრის თავდასხმა მოიგერიეს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის თავდასხმა დოვგალევკა - ზალიმანის მიმართულებით, ოკუპანტები უკან დაიხიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ხარკოვის მიმართულებით, რუსული ჯარების ძირითადი ჯგუფი ორიენტირებულია უკრაინის სახელმწიფო საზღვრამდე უკრაინელი სამხედროების წინსვლის აღკვეთაზე, აგრძელებს თავდასხმის ოპერაციებს ტაქტიკური სიტუაციის გასაუმჯობესებლად და უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოქმედებების შესაკავებლად.

„სივერსკის მიმართულებით აგრესორმა საარტილერიო ცეცხლი გახსნა სუმის ოლქის პოკროვკას, სტარიკოვის, პოროზოკისა და ვერხნია პოჟნიას ტერიტორიებზე. მტერმა საჰაერო დარტყმა განახორციელა იავირსკეს დასახლებასთან და საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს ხარკოვის, რუსკა ლოზოვას, სტარია სალტივის, პერემოჰას, ჩეპილის და მილოვას დასახლებებთან,“- აღნიშნულია ანგარიშში.

მათივე ცნობით, სლავიანსკის მიმართულებით მტერმა დოვჰენკე-დოლინაზე შტურმი განახორციელა და შექმნა პირობები სლავიანსკზე თავდასხმისთვის.

„მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია იზიუმ-სლავიანსკის მიმართულებით შეტევის გაგრძელებაზე,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ლისიჩანსკის მიმართულებით, ოკუპანტებმა, ნაღმტყორცნებისა და არტილერიის გამოყენების გარდა, მიკოლაივკასა და იაკოვლივკას რაიონებში საჰაერო დარტყმები განახორციელეს.

„მტერი შტურმით უტევს ვოვჩოიარივკას, ლისიჩანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სამხრეთ გარეუბანში, ბრძოლა გრძელდება,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტები არტილერიით ესროდნენ კოსტიანტინივკას, ბილოჰორივკას, ვიიმკას, პოკროვსკის, ბახმუტისა და სოლედარის რაიონებს.

„მტერი ასევე ახორციელებს თავდასხმის ოპერაციებს მირონივკა - ვუჰლეჰირსკას თბოსადგურის მიმართულებით, ბრძოლა გრძელდება,“- აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს იერიში იეჰორივკა - პავლივკას მიმართულებით, მტერმა დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია.