ვინც დღეს „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებაში ისევ გაჰყვება, ისინი „ოცნების“ ყველა დანაშაულის თანამონაწილე ხდებიან, რადგან ეს სხვა არაფერი იქნება, თუ არა ამდენი გულანთებული ადამიანის ისევ მოტყუება, - ამის შესახებ “ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნული თანხმობის მთავრობა „ოცნების“ გარეშე უნდა შედგეს.
„არც იმას დაიჯერებს არავინ, რომ ამ 10-11 წლის შემდეგ ივანიშვილი ერთ მშვენიერ დღეს გადაკეთდება, კობახიძე-ღარიბაშვილი თუნდაც კუჭავა-თალაკვაძით რომ ჩაანაცვლოს. ან იმის ვის სჯერა, რომ თუნდაც დეოლიგარქიზაცია მოხდება?! ამიტომ ვამბობ, რომ ეროვნული თანხმობის მთავრობა „ოცნების“ გარეშე უნდა შედგეს, პარტია „ქართული ოცნება“ კი საერთოდ უნდა აიკრძალოს,“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"