ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 35 250 რუსი სამხედრო მოკლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 35 250 რუსი სამხედრო მოკლეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკაც გაანადგურა.
„უკრაინელმა დამცველებმა ასევე გაანადგურეს: 1567 ტანკი, 3704 ჯავშანტექნიკა, 778 საარტილერიო სისტემა, 243 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 102 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 217 საბრძოლო თვითმფრინავი, 185 ვერტმფრენი, 636 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 14 გემი/ნავი, 2589 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 61 ერთეული სპეცტექნიკა და 139 ფრთოსანი რაკეტა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

























