ვიტალი კიმი - ოკუპანტებმა მიკოლაივზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ბავშვი

ვიტალი კიმი - ოკუპანტებმა მიკოლაივზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ბავშვი

ოკუპანტებმა მიკოლაივზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს და ოჩაკოვი დაბობმეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მიკოლაივის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსებმა მიკოლაივს დაახლოებით 11 რაკეტა ესროლეს. ზოგიერთი მათგანი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

დაშავებულთა და შედეგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

„ოკუპანტებმა დღეს ქალაქი ოჩაკოვი დაბომბეს. მათ დაარტყეს ქალაქის ბაზრის ტერიტორიას, კულტურის სასახლის შენობას, ასევე ორ საცხოვრებელ კორპუსს. დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, ექვსი კი - დაშავდა, დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც,“- აღნიშნა ვიტალი კიმმა.