ელენე ხოშტარია - ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთის შესვლის უკან დავით იაკობაშვილი დგას - ეს პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით ესაუბრებოდა

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით დატვირთული გემის შესვლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ ფაქტის უკან დავით იაკობაშვილი დგას, რომელიც საქართველოში ნავთობის ბიზნესით არის დაკავებული.

როგორც ხოშტარია განმარტავს, აღნიშნულში საქართველოს მხრიდან ჩართულია „ეკონომიკის გარყვნილი მართვის არაფორმალური პირამიდა“.

„ჩვენი ინფორმაციით, ამ ფაქტის და მექანიზმის უკან დგას წარმოშობით ქართველი და დღეს შვედეთის მოქალაქე დავით იაკობაშვილი, რომელიც საქართველოში ნავთობის ბიზნესით არის დაკავებული. მან 2014 წელს „როსნეფტთან“ ხელი მოაწერა პარტნიორობის ხელშეკრულებას და მისი კომპანიის 49% „როსნეფტმა“ შეისყიდა. სანქციების შემდეგ ფორმალური საბუთები გადააკეთეს. ეს პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან, იმ ევტუშენკოვთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ესაუბრებოდა ტელეფონით და ბორინკას ეძახდა.

რა თქმა უნდა, საქართველოს მხრიდან, ამაში ჩართულია ეკონომიკის გარყვნილი მართვის არაფორმალური პირამიდა. შესასწავლია უჩა მამაცაშვილის და ლილუაშვილის როლი ამ სქემაში. ფაქტია, რომ სახელმწიფო უწყებებმა გაატარეს ეს ტვირთი და ქართულ პორტში მიიღეს.

ძალიან მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან, არ დასანქცირდეს ქვეყანა და დასანქცირდეს კონკრეტულად ის პირი, რომელიც საზოგადოების საწინააღმდეგო აზრის პირობებში ქვეყანას ამ მდგომარეობაში აგდებს. სისხლიან ფულში აქვთ ხელი გასვრილი“,- აღნიშნავს ხოშტარია.

როგორც ელენე ხოშტარია განმარტავს, ნიშანდობლივია იქ ფაქტი, რომ გემი 2 დღე იყო საქართველოში, ხელისუფლებამ კი მას შემდეგ დაიწყო საუბარი, როდესაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია.

“ყურადღება უნდა გავამახვილოთ რამდენიმე ფაქტზე. პირველი - გემს, რომელიც 500 კმ-ს გადის, წარმოუდგენელია, რომ სანქცირებული ტვირთი მოქონდეს წინასწარი შეთანხმების გარეშე, იმ გარანტიის გარეშე, რომ ტვირთს მიიღებენ. პორტში შემოსვლის მომენტისთვის ყველა გემი გადის პროცედურას, ყველა უწყება ამოწმებს, მათ შორის, საბაჟო, რომელიც იტყუებოდა, რომ შეხება არ ჰქონდა. სანქციების თავიდან არიდების მექანიზმი ხდება შემდეგნაირად, შემოდის გემი, ცვლიან წარმოშობის დოკუმენტაციას, იმისთვის, რომ ტვირთი სხვაგან წაიღონ.

ნიშანდობლივია ის, რომ გემი პორტში 2 დღე იყო. ხელისუფლებამ გემის აქ ყოფნა დაადასტურა და მაშინ დაიწყო საუბარი, როდესაც ეს ყველაფერი მედიაში გაცხადდა“,- აღნიშნავს ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გუშინ დაადასტურა, რომ ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით დატვირთული გემი შევიდა, თუმცა საბაჟო ორგანოებს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუციათ. მინისტრის თქმით, საქართველოში, სანქციების გვერდის ავლის, ან სანქციების დარღვევის არცერთი ფაქტი არ ყოფილა. თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება