კახა კალაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების განცხადებაზე - ჩემთვის მათი მოწოდება არაფერს ნიშნავს - შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ ყველა პატიმრის ჯანმრთელობა დაცული იყოს

„ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადება მისთვის არაფერს ნიშნავს.

კალაძის თქმით, სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია და მას სასჯელი მოხდა მოუწევს. მისი თქმით, თუ ყოფილ პრეზიდენტს რაიმე საჭიროებები აქვს, პენიტენციური სისტემა ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს.

„ჩემთვის მათი მოწოდება საერთოდ არაფერს ნიშნავს. ჩემთვის მთავარია კონსტიტუცია და კანონები. ჰუმანიტარული მიზნებით საქართველოში ყველანაირი მკურნალობა არის შესაძლებელი. ამიტომ, თუ რაიმე დამატებით აუცილებლობა იქნება, შესაბამისი უწყება - პენიტენციური სისტემა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არა მარტო სააკაშვილის, არამედ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იქნას," - განაცხადა კალაძემ.

დეკლარაციაში, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე წევრი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ ხელმომწერები შეშფოთებული არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო. მათი განცხადებით, სააკაშვილს სასწრაფოდ სჭირდება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა