არმაზ ახვლედიანი - ასობით ათასი ადამიანი გაორმაგდება და „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან გვიან იქნება - ამიტომაც აქვთ დარჩენილი საათები - არა დღეები, არამედ საათები იმისთვის, რომ გონს მოვიდნენ

პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები და ქართველი ხალხი, ვისაც არ გვეშინია და მოგვბეზრდა, ოლიგარქს საქართველოს მოხრჩობას არ შევარჩენთ - ეს ემოცია არ არის! - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა გააკეთა.

ახვლედიანის შეფასებით, ხელისუფლების მიმართ ნდობა დაკარგულია, ხოლო „ქართული ოცნების“ დაპირებებს, უტიფარ ტყუილებსა და რეალობას შორის უზარმაზარი უფსკრულია.

„ახლა პარლამენტართა ჯგუფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა. მეც იქ ვიყავი. გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ დასავლელ პოლიტიკოსებს „ქართული ოცნების“ ტყუილების, ცრუ დაპირებების სულ უფრო და უფრო ნაკლებად სჯერათ. როცა „ქართული ოცნება“ დეპოლარიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს, ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლები მათ ვპასუხობთ: - დეპოლარიზაციის ერთადერთი გზა არის დეოლიგარქიზაცია, როდესაც საქართველოს მთავრობის ბატონ-პატრონი ოლიგარქი არ იქნება. დეპოლარიზაციის გზა ნორმალური, სამართლიანი სასამართლო გახლავთ, რომელსაც საქართველო ვერ ეღირსა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უტიფრად საუბრობენ, რომ საქართველოში მედიაგარემო არის თავისუფალი - ჩავიხედოთ საკუთარ გულში და ვთქვათ, რის გამოა დაპატიმრებული კრიტიკული არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია?!“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ახვლედიანის თქმით, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლების მიმართ ნდობა დაკარგულია, ღრმა კრიზისიდან გამოსვლის გზა არის ნდობით აღჭურვილი მთავრობის შექმნა იმ დროით, რაც შესაძლებელს გახდის საქართველოში ნორმალური, წესიერი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას.

„სხვა შემთხვევაში, 2020 წელს და 2022-ში გამოსული ასობით ათასი ადამიანი გაორმაგდება და „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან გვიან იქნება. ამიტომაც აქვთ დარჩენილი საათები - არა დღეები, არამედ საათები იმისთვის, რომ გონს მოვიდნენ და გააცნობიერონ, რომ სრულად დაკარგული ნდობა შეიძლება ერთადერთი გზით აღდგეს - თუ „ქართული ოცნება“ და გადაწყვეტილების ერთადერთი მიმღები ბიძინა ივანიშვილი გააცნობიერებს, რომ ცეცხლს ეთამაშება და ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს იქეთკენ, რომ უპირველესად, ნდობა აღდგეს“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის