დროებით ოკუპირებულ ხერსონში რუსმა ოკუპანტებმა ქალაქის მერი, იგორ კოლიხაევი გაიტაცეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ Facebook-ზე მისმა მრჩეველმა, გალინა ლიაშევსკაიამ განაცხადა.
ამასთან, ხერსონის საკრებულომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის არაფერია ცნობილი მისი ადგილსამყოფელის შესახებ.
უკრაინული მედიის ცნობით, აპრილში კოლიხაევმა განაცხადა, რომ ქალაქში რჩებოდა, მაგრამ ამავე დროს უარს აცხადებდა რუსი სამხედროების მიერ შექმნილ საოკუპაციო „ადმინისტრაციასთან“ თანამშრომლობაზე.