გუბერნატორი - ლისიჩანსკი უკრაინის არმიის უკანასკნელი ფორპოსტია ლუგანსკის ოლქში

ლისიჩანსკი, უკრაინის არმიის უკანასკნელი ფორპოსტია ლუგანსკის რეგიონში და მასზე თავდასხმა სხვადასხვა მიმართულებით ხდება, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა.
მისი თქმით, ქალაქი ყოველდღიურად ნადგურდება და უკიდურესად საშიშია ადგილობრივი მოსახლეობის დარჩენისთვის.
ამასთან, სერჰი გაიდაიმ ალყაში მოქცეულ ქალაქში არსებულ ვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საკვებისა და მედიკამენტების საკმარისი მარაგი არსებობს იმისთვის, რომ ლისიჩანსკმა რამდენიმე კვირას გაუძლოს.

























