სალომე სამადაშვილი - დასავლეთში შოკში არიან და არაფერს მოელიან - კობახიძეს უკვე უპასუხეს ევროპიდან და უთხრეს, რომ მისი ადგილი არ არის ევროპაში

კობახიძე არის არა მხოლოდ ამაზრზენი საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებით, არამედ სრულიად არაკომპეტენტურია , - ასე აფასებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ირაკლი კობახიძის მიერ დროებით ტექნიკურ მთავრობაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ დროებითი მთავრობა „ნიშნავს იმას, რომ სახალხო ლეგიტიმაციის არმქონე ხალხს უნდა ჩაბარდეს ქვეყანა, ეს არის პირდაპირი დარღვევა კონსტიტუციური წესრიგის“.

სალომე სამადაშვილის შეფასებით, დროებით მთავრობას მხარი პარლამენტის წევრმა ყველა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს და ამიტომ, მისი ლეგიტიმაცია უფრო დიდი იქნება, ვიდრე დღევანდელი მთავრობის.

„ეს არის ბოდვა, კობახიძე არის არა მხოლოდ ამაზრზენი საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებით, არამედ სრულიად არაკომპეტენტურია და ძალიან მიკვირს, რომ თავს დებს ხოლმე, რომ არის კონსტიტუციონალისტი. რას ნიშნავს მთავრობის არალეგიტიმურობა? როგორ კეთდება ეროვნული თანხმობის მთავრობა? დგება კენჭისყრაზე პარლამენტში და მას მხარს უჭერს ყველა არჩეული დეპუტატი, რომელსაც აქვს მანდატი. რა ლეგიტიმაციაზე აქვს საუბარი? უკაცრავად, ბიძინა ივანიშვილის კბილის ექიმი რომ იყო ჯანდაცვის მინისტრი, იმას რატომ ჰქონდა უფრო მეტი ლეგიტიმაცია, ვიდრე ექნება ძალიან გამორჩეულ სპეციალისტს თავის დარგში, მაგალითად სამართალში, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ძალა. საგარეო საქმეთა მინისტრად რომ დაგვინიშნეს ვიღაც გაუგებრობა, სრულიად გაუგებარი ადამიანი, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ აქვს, ჩვენი ქვეყანა უზარმაზარი გამოწვევების წინაშე რომ დგას საერთაშორისო ასპარეზზე, იმას რა დემოკრატიული ლეგიტიმაცია აქვს, ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობა მხარს უჭერს პარლამენტში და ამას მეტი ლეგიტიმაცია აქვს დემოკრატიული და კონსტიტუციური, ვიდრე ყველა პოლიტიკური ძალის მიერ მხარდაჭერილ მინისტრთა კაბინეტს?“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტში გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი გამოსვლა დეპოლარიზაციის შემცირებისკენ არ იყო მიმართული.

„პრემიერ-მინისტრი, რომელიც მოდის პარლამენტში და იქ უნდა ისაუბროს დეპოლარიზაციაზე და ევროკავშირის ვალდებულებების შესრულებაზე, საკუთარ დროს უთმობს იმას, რომ ოპოზიციის წარმომადგენელს, მაგალითად მე, მაცხადებს ქვეყნის მოღალატედ, მინდა გითხრათ ამან გამოიწვია შოკი დასავლეთში. ამ ხალხს ძალიან კარგად ახსოვს რეალურად, მე რა გზავნილით ვესაუბრები, ოპოზიციიდან ჩვენი გზავნილი ყოველთვის იყო, მოგვეცით კანდიდატის სტატუსი და კი ბატონო, პირობებიც წაუყენეთ. შოკში არიან ისინი და არაფერს მოელიან. პირდაპირი სიგნალია ღარიბაშვილისგან და სხვებისგან, რომ არანაირი დეპოლარიზაცია ამ ხალხს არ უნდა. რანაირად შეიძლება ვინმემ მოისმინოს ღარიბაშვილის გამოსვლა პარლამენტში და ჩათვალოს, რომ მას ესაუბრება ადამიანი, რომელსაც ევროპული დღის წესრიგი აქვს? კობახიძეს უპასუხეს დღეს უკვე ევროპიდან და უთხრეს, რომ მისი ადგილი არ არის ევროპაში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილი პრემიერის მიერ ნატო-ს შესახებ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ნატო-ში საქართველო რომ გაწევრიანდეს, ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს.

სამადაშვილის თქმით, ღარიბაშვილის ერთადერთი ფუნქცია არის, რომ ხელი შეუშალოს ჩვენი ქვეყნის ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებას.

„ქართული ოცნება“ ეუბნება დასავლეთს, რომ არ აინტერესებს რეალურად და მათ შორის ნატო-სთან მიმართებაშიც კატასტროფა გააკეთა ღარიბაშვილმა. რატომ წავიდა სამიტზე, როცა რამდენიმე დღით ადრე ფაქტობრივად განაცხადა, რომ ნატო-ს პერსპექტივას თვითონ კლავს თავისივე პოზიციით. წლებია გვაქვს ხედვა, რომ შევქმნათ ჩარჩო, რომ ნატო-ში გაწევრიანება ჩვენ დაგვეხმარება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და გამოდის ღარიბაშვილი, ბრიყვი და იძახის, რომ სანამ ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება ნატო-ში ვერ მიგიღებთო, ამას გვეუბნება ნატოო. ამას არავინ არ ეუბნება დღეს ნატო-ში და რისთვის მიდის ეს ადამიანი ნატოს სამიტზე? ღარიბაშვილის ერთადერთი ფუნქცია არის, რომ ხელი შეუშალოს ჩვენი ქვეყნის ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებას და ამას წარმატებით ასრულებს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა